logo
ENG



"ტკივილისგან ყვირილს ყველა ერთ ენაზე დაიწყებს" - რუსი ექიმები პუტინს მიმართავენ, ომი შეწყვიტოს

26 თებ 202213:03
3 წუთის საკითხავი
 

ასობით რუსი ექიმი ღია წერილით მიმართავ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მოითხოვს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყვიტოს.

"ომი ბევრ სიცოცხლეს წაიღებს, დაამახინჯებს იმდენ ბედს, რომ მთელი ძალისხმევის შემთხვევაშიც ვერ შევძლებთ დახმარებას. ტკივილისგან ყვირილს, დედის მოწოდებას ყველა ერთ ენაზე დაიწყებს [...] რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნებით მართლდებოდეს სასიკვდილო იარაღის გამოყენება, ის სასიკვდილოა. სასიკვდილო, რომელიც იწვევს ტკივილსა და ტანჯვას.

ამიტომ, ჩვენი ფიცის დაცვით და ყველა ადამიანის მიმართ ჰუმანური და თანაბარი მოპყრობის შენარჩუნებით, ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა ოპერაცია სასიკვდილო იარაღის გამოყენებით", - აღნიშნულია ღია წერილში.

მანამდე ომის შეწყვეტის მოთხოვნით გამოვიდნენ ჟურნალისტები, ხელოვანები, მეცნიერები და ა.შ. ქვეყნის მასშტაბით არაერთი საპროტესტო აქციაც გაიმართა.


close დახურვა